ჭადრაკი

22:51 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოკუჩავას თასი

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ამაგდარი ქართველი მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ტურნირი ტარდება 52 მონაწილეს შორის შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. თითოეულ მონაწილეს 90 წუთი აქვს პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 2050 ლარს შეადგენს.

ტურნირის ფავორიტები ირაკლი ახვლედიანი (2137), ლუკა ლიჩელი (2062) და ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2057) არიან, რომელთაც პირველ ტურში პარტიები გამარჯვებით დაასრულეს.

0.108624