სანაკრებო პაუზის შემდეგ, პარასკევს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის მატჩები გაიმართება. მთავარი ამბავი თბილისში, ”დინამო არენაზე” მოხდება, სადაც თბილისის “დინამო” გორის “დილას” უმასპინძლებს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ისტორიულად, თბილისელებს ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ გორელებთან - 52 შეხვედრიდან დინამოელებმა 41 მოიგეს, 10 მატჩი ფრედ დაამთავრეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, ბურთების შეფარდება 141-24. მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკაა. ბოლო წლებში “დინამო”-“დილა” ყოველთვის მოვლენაა ხოლმე ეროვნულ ჩემპიონატში. პირველ წრეში, გორში, ამათი შეხვედრა უგოლო ფრით დამთავრდა. გაზაფხულზე კი ისინი ქვეყნის თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ორი მატჩის ჯამში თბილისელებმა იმარჯვეს (0:0, 1:0). ახლა დინამოელები ბათუმელ თანაკლუბელებთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, გორელები კი მესამეზე დგანან და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან ამათ. ამიტომ, მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია.
საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს სამტრედიაში, სადაც ლიდერთა ჯგუფში მყოფი “სამტრედია” ბოლო დროს მოფერიანებულ ”შუქურას” დაუხვდება. ქობულეთელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს, სამტრედიელებმა კი წინა ტურში ქუთაისში “ტორპედოსთან” წააგეს და ახლა უკან დასახევი გზა აღარ აქვთ.
ქობულეთში, ლიდერი ბათუმის “დინამო” “ტორპედოს” დაუხვდება. ზღვისპირელები 11 ტურია აღარ დამარცხებულან (9 მოგება, 2 ფრე), თანაც ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს და ამჯერადაც იმავეს ეცდებიან. თავის მხრივ, ქუთაისელებმაც მიჯრით სამ შეხვედრაში გაიმარჯვეს და არც ამჯერად დათმობენ არაფერს.
ლიდერებთან ახლოს მყოფი “ცხინვალი” ზუგდიდს ესტუმრება და იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.
ზუგდიდი – ცხინვალი
ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 16:00
დისკვალიფიცირებულები: ლუკა კობერიძე, აკაკი ფარჯიკია (ორივე ზუგდიდი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
მსაჯები: ბ. ნინუა, ლ. თოდრია, ი. კაკაბაძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)
პირველ წრეში: 1:2
ჩიხურა (საჩხერე) – მერანი (მარტვილი)
ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებული: აკაკი შულაია (მერანი)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, გ. ელიკაშვილი, ს. სპიცინი, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)
პირველ წრეში: 0:2
სამტრედია – შუქურა (ქობულეთი)
სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ა. კოკაია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)
პირველ წრეში: 1:0
სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი)
თბილისი. “მიხეილ მესხი.” 16:00
დისკვალიფიცირებული: პაპუნა მოსემღვდლიშვილი (სიონი)
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშასვილი, ი. მაჩიტიძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)
პირველ წრეში: 0:1
გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00
დისკვალიფიცირებულები: ლევან ინგოროყვა (გურია); კახა კახაბრიშვილი, ბადრი დემეტრაშვილი (ორივე ვიტ ჯორჯია)
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ზვ. ერქვანია, ვ. ბასილაია (სათადარიგო)
პირველ წრეში: 2:2
ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი)
ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 16:00
დისკვალიფიცირებული: გრიგოლ ბედიაშვილი (მეტალურგი)
მსაჯები: გ. დოგრაშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
პირველ წრეში: 2:2
დინამო (ბათუმი) – ტორპედო (ქუთაისი)
ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. ფიფია, ზ. ბერულავა, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
პირველ წრეში: 2:2
დინამო (თბილისი) – დილა (გორი)
თბილისი.”დინამო არენა.” 17:00
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, დ. ჩიგოგიძე, ი. უკლება, ი. კვირიკაშვილი, დ. სანოძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
პირველ წრეში: 0:0
1. | დინამო ბთ. | 21 | 13 | 3 | 5 | 27:16 | 42 | |
2. | დინამო თბ. | 21 | 13 | 3 | 5 | 34:17 | 42 | |
3. | დილა | 21 | 12 | 5 | 4 | 31:16 | 41 | |
4. | სამტრედია | 21 | 10 | 4 | 7 | 26:18 | 34 | |
5. | ცხინვალი | 21 | 10 | 3 | 8 | 20:26 | 33 | |
6. | ჩიხურა | 21 | 8 | 6 | 7 | 27:24 | 30 | |
7. | შუქურა | 21 | 8 | 6 | 7 | 24:21 | 30 | |
8. | გურია | 21 | 7 | 8 | 6 | 19:26 | 29 | |
9. | ტორპედო | 21 | 6 | 9 | 6 | 25:22 | 27 | |
10. | მერანი | 21 | 6 | 7 | 8 | 16:20 | 25 | |
11. | მეტალურგი | 21 | 6 | 6 | 9 | 20:23 | 24 | |
12. | ზესტაფონი | 21 | 5 | 8 | 8 | 38:36 | 23 | |
13. | კოლხეთი | 21 | 5 | 7 | 9 | 16:25 | 22 | |
14. | ზუგდიდი | 21 | 5 | 6 | 10 | 13:25 | 21 | |
15. | სიონი | 21 | 5 | 5 | 11 | 20:33 | 20 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 21 | 4 | 4 | 13 | 19:27 | 16 |
მეგოლეები:
10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)
8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;