ფეხბურთი

21:58 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” იაია ტურეს შეძენა სურს

მილანის “ინტერის” გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის იაია ტურეს შეძენის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა.

“ტურე თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მას ნახევარდაცვის ხაზში დიდი დახმარების მოტანა შეუძლია”, - აღნიშნა ფასონემ.

რობერტო მანჩინი აფრიკელ ფეხბურთელს 2010-დან 2013 წლამდე მანჩესტერულ კლუბში წვრთნიდა და მილანური კლუბის ინტერესს სწორედ მანჩინის ფაქტორი განაპირობებს.

იაია ტურე “ბევერენის”, დონეცკის “მეტალურგის”, “ოლიმპიაკოსის”, “მონაკოს” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელია, 2010 წლიდან კი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია.

თეგებიიაია ტურე
0.117505