ინგლისური პრემირლიგის ბინადარ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა “სქაი სპორტთან” საუბარში გუნდის ახალგაზრდა ლიდერის რაჰიმ სტერლინგის ზაფხულში გაყიდვა გამორიცხა.
“მან კონცენტრაცია მოედანზე და თამაშზე უნდა მოახდინოს თუ მისი ამბიცია ტიტულების მოგებაა. სტერლინგს ჩვენთან კიდევ ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი აკავშირებს და იგი ზაფხულში არ დაგვტოვებს”, - ამბობს როჯერსი.
20 წლის ფეხბურთელს სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. წლეულს მან პრემიერლიგაში 28 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.