ლისაბონის “სპორტინგი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისური “საუთჰემპტონის” შემტევის სადიო მანეს გაფორმებას ეცდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.
სეზონის დასრულების შემდგომ, სავარაუდოდ “სპორტინგს” ლუიშ ნანი დატოვებს, რომელიც მშობლიურ კლუბში იჯარით თამაშობს და მის სატრანსფერო უფლებებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ფლობს. შესაბამისად, პორტუგალიურ გრანდს მისი შემცვლელის შეძენა სურს და მზადაა, რომ სენეგალელში 16.25 მილიონი ევრო გაიღოს. როგორც ცნობილია, “წმინდანების” მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს სადიოს გაშვება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ მანე “საუთჰემპტონს” გასულ ზაფხულს “ზალცბურგიდან” 13.2 მილიონ ფუნტად შეუერთდა და კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მან “წმინდანების” მაისური 24-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.