ფეხბურთი

19:35 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი: “კეინს სურს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმაროს”

“ტოტენჰემის” ფეხბურთელ ჰარი კეინს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში სურს. ეს ცნობა იტალიის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ ინგლისის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა როი ჰოჯსონმა დაადასტურა.

“ჰარის სურს დაეხმაროს 21-წლამდელთა ნაკრებს. მას უნდა ბოლომდე შეასრულოს ახალგაზრდული ნაკრებისადმი დაკისრებული მოვალეობა. კეინი მაღალი დონის ფეხბურთელია და შეუძლია ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დიდი დახმარება გაუწიოს.

თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელია მოთამაშეს, გადატვირთული სეზონის შემდეგ, შეეძლოს ზაფხულში გასამართ ტურნირზე თამაში, რაც დიდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს”, - აღნიშნა ჰოჯსონმა.

კეინის დებიუტი ჰოჯსონის გუნდში გასულ სანაკრებო შესვენებაზე შედგა. ევრო2016-ის შესარჩევ ციკლში ინგლისმა ლიტვას უმასპინძლა. ჰარი კეინი მინდორზე 71-ე წუთზე გამოჩნდა და 2 წუთში გოლის გატანაც მოახერხა. შემდეგი მატჩი ინგლისის ნაკრებმა იტალიასთან გამართა. ტურინში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, კეინმა კი მატჩი სრულად ჩაატარა.

თეგებიჰარი კეინი
0.116565