“მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელ ნახევარმცველს ანხელ დი მარიას “ოლდ ტრაფორზე” დარჩენა სურს – იუწყება ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun.
ანხელი ინგლისურ გრანდში გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” 66 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა არგენტინელი “იუნაიტედს” მთლად იდეალურად ვერ მოერგო და შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრესაში გაჩნდა ჭორები, რომლის მიხედვითაც დი მარია 60 მილიონ ფუნტად “პარის სენ-ჟერმენში” გადადიოდა, თუმცა არგენტინელმა ჭორები უარყო და განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა და საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოყენება სურს.
მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, 27 წლის ნახევარმცველს ურიგო შედეგი არ აქვს: 26 მატჩში 4 გოლი და 11 საგოლე გადაცემა.