ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს ტოგოელი ფორვარდის ემანუელ ადებაიორის თავიდან მოშორებას.
31 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ ამჟამინდელი გუნდის დატოვება მას ვადაზე ადრე მოუწევს. Daily Mail-ის ცნობით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს ადებაიორის განათხოვრებას ეცდებიან და მიზნის მისაღწევად მზად არიან მისი ხელფასის ნაწილის გადახდა საკუთარ თავზე აიღონ.
აღსანიშნავია, რომ ემანუელი ხელფასის შემცირების კატეგორიული წინააღმდეგია. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 5,2 მილიონი გირვანქაა (100 ათასი კვირაში). ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ადებაიორმა 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.