ჩოგბურთი

14:01 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება

იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. როგორც პირველ ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე, ისევე მე-2 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშნენ.

გორგოძემ უნგრელ ლილა ბარცოსთან 1:6, 6:3, 2:6 წააგო, ხოლო ქვაცაბაია კანადელ მარი-ალექსანდრე ლედუკთან 3:6, 1:6 დამარცხდა. წყვილთა ტურნირში ქართველი გოგონები არ თამაშობდნენ.

0.113389