ფეხბურთი

13:57 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ლაციო” პელეთი დაინტერესდა            

როგორც corriere dello sport იუწყება, რომის “ლაციოს” გრაციანო პელეს შეძენა სურს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელები “საუთჰემპტონის” ფორვარდს მიროსლავ კლოზეს შემცვლელად მოიაზრებენ.

უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 35 წლის გერმანელი ფორვარდი, მისი “ლაციოდან” წასვლა კი თითქმის გადაწყვეტილია.

რაც შეეხება გრაციანო პელეს, “საუთჰემპტონის” ფორვარდმა ინგლისის პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა, გასულ სანაკრებო ბატალიებზე კი იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით ამხანაგურ მატჩში ინგლისელებს გაუტანა.

1.153309