ფეხბურთი

12:48 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ ვარჯიში განაახლა

ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკში” სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში მალტისა და გერმანიის ნაკრებებთან მატჩებისთვის შეკრებაზე იმყოფებოდა.

მალტასთან სპარინგამდე ერთი დღით ადრე მან ვარჯიში კი დაიწყო, მაგრამ აღარ დაუსრულებია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ აღნიშნა, რომ ანანიძე საზარდულმა შეაწუხა და ფეხბურთელის ჯანმრთელობით ვერ გარისკავდა. შესაბამისად, შემტევმა ნახევარმცველმა ვერც მალტასთან (2:0) ითამაშა და ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიასთან მატჩიც (0:2) გამოტოვა.

“სპარტაკმა” რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში “ყუბანთან” მატჩისთვის მზადება 1-ელ აპრილს დაიწყო და ანანიძემ სრულად ივარჯიშა.

0.152419