ყაზანის “უნიკსმა”, რომელსაც ტრავმირებული ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე კვლავაც ვერაფრით ეხმარება, შინ ესპანური “გრან კანარია” მიიღო და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 70:83.
რუსულ კლუბში ყველაზე შედეგიანები ბიკოვი (17 ქულა) და ჯერელსი (15) იყვნენ, სტუმართა მხრიდან კი ტავარესმა ორმაგი დუბლი (12 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა.
უფრო დაძაბული იყო თურქეთში გამართული მატჩში, რომელშიც “ბანვითმა” “ხიმკის” 83:82 სძლია. მოედანზე საუკეთესონი ამერიკელები იყვნენ, მასპინძელმა როულენდმა 21 ქულა მოაგროვა, ხიმკელთა ლეგონერმა რაისმა კი 22 ქულა ჩააგდო.
განმეორებითი მატჩები 8 აპრილს შედგება და ევროთასის ფინალისტთა ვინაობასაც შევიტყობთ.