სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ მადრიდის “რეალმა” ბრაზილიელი მცველის დანილოს ტრანსფერის შესახებ “პორტუსთან” შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით ფეხბურთელის სანაცვლოდ “სამეფო კლუბი” პორტუგალიურ გრანდს 31 მილიონ ევროს გადაურიცხავს.
“პორტუს” მიერ გაყიდულ მოთამაშეების სატრანსფერო თანხების შესახებ www.101greatgoals.com - მა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2004 წლიდან, დანილოს ტრანსფერის ჩათვლით, “პორტუმ” 601 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
2004 წელს რიკარდო კარვალიო (30 მილიონი ევრო) და პაულო ფერეირა (20 მილიონი ევრო) ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები გახდნენ, დეკო კი, 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ, “ბარსელონაში” გადავიდა.
2005 წელს მოსკოვის “დინამომ” პორტუგალიური კლუბის სამი ფეხბურთელი შეიძინა. რუსებმა მანიშე (16 მილიონი ევრო), გიორკას სეიტარიდისი (10 მილიონი ევრო) და დერლეი (8 მილიონი ევრო) შეიძინეს.
2007 წელს ანდერსონი 32 მილიონ ევროდ “მანჩესტერში” გადავიდა, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი კი პეპე გახდა, რომლის სატრანსფერო თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.
2010 წელს ბრუნო ალვეში (22 მილიონი ევრო), 2012 წელს კი ჰალჰი (40 მილიონი ევრო) “ზენიტის” მოთამაშეები გახდნენ.
2011 წელს მადრიდის “ატლეტიკომ” რადამელ ფალკაოს სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა. ანალოგიური რაოდენობის თანხა გაიღო ფრანგულმა კლუბმა 2013 წელს, როცა კოლუმბიელი ჯეიმს როდრიგესი შეიძინა.