ესპანური “მალაგა” ინგლისური “ევერტონის” შემტევით სტივენ ნეისმიტით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.
ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერება სურს და შოტლანდიელი ფეხბურთელი სასურველი ვარიანტად მიაჩნიათ. მას “ევერტონთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.
28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.