ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ამსტერდამის “აიაქსმა” გერმანული “ლევერკუზენიდან” 21 წლის პოლონელი თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი გამოისყიდა. ამის შესახებ ჰოლანდიური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. მილიკი “ამსტერდამ არენაზე” 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება.
“აიაქსმა” მიაღწია შეთანხმებას მილიკთან და “ლევერკუზენთან”. თავდამსხმელმა ამსტერდამულ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 ივლისს შევა და 2019 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს. მილიკი ჰოლანდიაში გასულ ზაფხულს იჯარით გადმოვიდა”, - ნათქვამია “აიაქსის” საიტზე.
არკადიუშ მილიკი ამსტერდამული კლუბის ღირსებას 2014 წლიდან მოყოლებული იცავს და ერედივიზიონში ჩატარებულ 20 მატჩში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.