ფეხბურთი

19:33 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორისი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

Daily Mirror-ის ცნობით, პსჟ “ტოტენჰემის” 28 წლის ფრანგი მეკარით, უგო ლორისით დაინტერესდა. პარიზული კლუბი მეკარის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

ლორისს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. თუმცა, როგორც წყარო იუწყება, ფრანგი მეკარის გამოსყიდვა 20 მილიონ გირვანქად იქნება შესაძლებელი.

ლორისმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112158