ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიაჩნია, რომ FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნების მოგების მიზნით, ზეპ ბლატერი ორგანიზაციაში ცვლილებების განხორციელებას არ მოერიდება.
“ბლატერთან ურთიერთობის დროს გამიჩნდა განცდა, რომ მას FIFA-ს მიმართ წამოსული კრიტიკა აღიზიანებს. მეჩვენება, რომ ის მზადაა შეიცვალოს. ბალტერთან დაკავშირებით პესიმისტურად განწყობილი არ ვარ. არსებობს შანსი, რომ FIFA-ს საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალოს.” – განაცხადა რუმენიგემ.
FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს გაიმართება და ბლატერს, თანამდებობის შესანარჩუნებლად, დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. მისი მეტოქეები პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლუიშ ფიგუ და მიხაელ ვან პრააგი იქნებიან.