ფეხბურთი

18:38 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “ეს არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო”

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ეკვადორთან მოგებულ ამხანაგურ მატჩში (2:1) მისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

“მიმაჩნია, რომ ეს არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. ფეხბურთელები კარგად მოძრაობდნენ და კომბინაციებს ბურთის დაკარგვის გარეშე ათამაშებდნენ.

პირველი ტაიმი საკმაოდ თანაბარი გამოდგა. რიგ შემთხვევებში ეკვადორი უკეთ გამოიყურებოდა. მე-2 ნახევარში კი ჩვენ ვდომინირებდით და მომენტებს ხშირად ვქმნიდით.

მესი? მესმის, რომ გულშემატკივრებს მისი ნახვა სურდათ, მაგრამ ის სათამაშოდ მზად არ იყო. ბოლო მომენტამდე ვიცდიდით, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რომ მესი არ გვეთამაშებინა.” – განაცხადა ტატა მარტინომ.

0.12579