ფეხბურთი

18:20 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსის” ქეროლი 6 კვირით გამოაკლდა

“სუონსის” 22 წლის ნახევარმცველი ტომ ქეროლი ტრავმირებულია და ის გუნდს მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ქეროლმა ტრავმა ნაკრებში მიიღო. ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრები ჩეხ თანატოლებს ეთამაშებოდა. მატჩი ბრიტანელებმა 1:0 მოიგეს და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქეროლმა გაიტანა, რომელიც მე-2 ნახევარში შეცვალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ “სუონსის” შუახაზელს კოჭის მყესები აქვს დაზიანებული და მის მკურნალობას დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება.

ტომი ქეროლი “სუონსიში” “ტოტენჰემიდანაა” განათხოვრებული. უელსური გუნდის მაისურით ჩატარებულ 18 თამაშში მან 1 გოლი გაიტანა.

0.114506