ფეხბურთი

18:09 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილის ტაიმი

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასაში მოასპარეზე ბიდგოშის “ზავიშამ”, რომელშიც ზამთარში გიორგი ალავერდაშვილი ჩაირიცხა, გდანსკის “ლეხიასთან” ამხანაგური შეხვედრა 2:2 დაასრულა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

27 წლის ალავერდაშვილს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მან ექსტრაკლასას ბოლოადგილოსან “ზავიშაში” 4 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ოთხივეჯერ შეცვლაზე ითამაშა.

0.114002