თურქულ “ბეშიქთაშს” ესპანური “სევილიასა” და პორტუგალიის ნაკრების მეკარის ბეტოს შეძენა მოუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი Football Espana ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში ბეტო ტრავმებმა გააწამა, რითაც კარგად ისარგებლა ახალგაზრდა კიპერმა სერხიო რიკომ და საკუთარი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა. 32 წლის მეკარემ ტრავმა მოიშუშა, თუმცა რთული სათქმელია რამდენად ამოაგდებს უნაი ემერი ნიჭიერ კარის დარაჯს სასტარტოდან. თანაც, პორტუგალიელს “სევილიასთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით არაფერი ისმის.
თურქული მხარე ბეტოს მოთაფვლას მაღალი ხელფასით და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილით აპირებს.
ბეტომ მიმდინარე სეზონში “დალაქების” კარი 24-ჯერ დაიცვა და ამდენივე გოლი გაუშვა.