ფეხბურთი

17:50 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინი: “ჩვენი მთავარი კონკურენტი “ნაპოლია”

“ფიორენტინას” ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხოაკინ სანჩესმა ფლორენციელთა საამსეზონო მიზნებზე ისაუბრა და გუნდის უმთავრეს კონკურენტად “ნაპოლი” დაასახელა.

“კარიერის განმავლობაში ესპანეთის თასი 2-ჯერ მოვიგე. მინდა, რომ შემდეგი ტიტული იტალიის თასი იყოს.

არც იტალიის ჩემპიონატი უნდა დავივიწყოთ. სამეულში მოხვედრის შანსი კვლავ გვაქვს და ჩვენი მთავარი კონკურენტი “ნაპოლია”.

ნეაპოლელებთან ყველა ფრონტზე ვიბრძვით. იმედი მაქვს, მათ ვარშავაში, ევროპის ლიგის ფინალშიც დავუპირისპირდებით.” – განაცხადა ხოაკინმა La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.

“ფიორენტინა”, სერია A-ს 28 ტურის შემდეგ, მე-6 ადგილს იკავებს. ფლორენციელებს “ნაპოლისთან” ერთი, ხოლო მე-3 პოზიციაზე მყოფ “ლაციოსთან” 6 ქულა აშორებთ. იტალიის თასზე “ფიორენტინა” და “ნაპოლი” ნახევარფინალში არიან და პირველი მატჩების შემდეგ ორივე მათგანს ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. რაც შეეხება ევროპის ლიგას – ორივე გუნდმა 1/4-ფინალამდე გააღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111711