ფეხბურთი

16:53 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორია სალონიკში პაოკ-თან მოსალაპარაკებლად ჩავიდა

გიორგი ლორია სალონიკშია და მოლაპარაკებას პაოკ-თან აწარმოებს, რომელსაც ამჟამად საბერძნეთის 18-გუნდიან საფეხბურთო სუპერლიგაში მე-3 ადგილი უკავია.

ინტერნეტპორტალ zougla.gr-ი იუწყება, რომ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩის შემდეგ, ლორია სტამბოლის გავლით ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩავიდა. ამ ვიზიტის შედეგად, არაა გამორიცხული 28 წლის მეკარემ მომავალი სეზონი სწორედ სალონიკურ კლუბში დაიწყოს.

ლორიამ ფინანსურად ძალიან გაჭირვებულ ოფი-ში თავი კარგად წარმოაჩინა და რამდენიმე ბერძნული კლუბი დააინტერსა.

0.120401