გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 4 მატჩი გაიმართა.
“მაიამი” შინ “სან ანტონიოსთან” 81:95 დამარცხდა. აღნიშნული მატჩი ტონი პარკერისთვის საიბილეო გახლდათ, ფრანგმა გამთამაშებელმა ნბა-ში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა. პარკერი უკვე 14 სეზონია, რაც ნბა-ში თამაშობს. კარიერის განმავლობაში, 32 წლის ფრანგი საშუალოდ ერთ მატჩში 16.9 ქულას, 5.9 პასს და 2 მოხსნას აკეთებს. პარკერმა 1000 მატჩიდან პარკეტი 718-ჯერ მოგებულმა დატოვა. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ “მაიამისთან” მატჩში ტონიმ გუნდს 16 ქულა და 5 პასი შესძინა. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო.
“კლიპერსმა” ლოს ანჯელესში “გოლდენ სტეიტთან” 106:110 წააგო. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ოქროს შტატელებმა” 28:18 მოიგეს. ოკლენდელებს კარიმ (27 ქულა) და ტომპსონმა (25 ქულა) ულიდერეს. ლოს ანჯელესთა რიგებში ბლეიკ გრიფინმა 40 ქულით და 12 მოხსნით გამოიჩინა თავი.
“ბრუკლინმა” თავის უშუალო კონკურენტი “ინდიანა პეისერსი” 111:106 დაამარცხა. ნიუ იორკულმა კლუბმა ამ გამარჯვებით “ინდიანას” ერთი მოგებით გაასწრო. “ნეტსი” დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება. “ბრუკლინის” მსგავსად “ბოსტონსაც” 33 მოგება აქვს, მაგრამ “სელტიკს” ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
“ბრუკლინ ნეტსი” – “ინდიანა პეისერსი” 111:106 (33:15, 24:39, 27:25, 27:27)
“ბრუკლინი”: ლოპესი (24 ქ. 11 მ.), ჯონსონი (21 ქ. 6 მ.), ანდერსონი (20 ქ.), ჯეკი (13 ქ.), უილიამსი (11 ქ. 8 მ.), ბრაუნი (10 ქ.), იანგი (8 ქ. 7 მ.), პლამლი (4 ქ.)
“ინდიანა”: გ. ჰილი (28 ქ. 6 მ.), უესტი (14 ქ.), სკოლა (13 ქ. 9 მ.), უეტსონი (13 ქ.), რუდეში (12 ქ.), ს. ჰილი (9 ქ.), ჰიბერტი (7 ქ.), ალენი (7 ქ.), სტაკი (4 ქ.), მაინმი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=GYCgnLnFeYw
“დეტროიტ პისტონსი” - “ატლანტა ჰოუქსი” 105:95 (33:28, 19:22, 24:22, 29:23)
“დეტროიტი”: დრამონდი (22 ქ. 13 მ.), კალდველ-პოპე (18 ქ.), ლუკას III (15 ქ.), ტოლივერი (13 ქ. 10 მ.), ჯექსონი (12 ქ.), პრინსი (9 ქ.), ბატლერი (7 ქ.), ენტონი (5 ქ.), უილიამსი (2 ქ.), მიქსი (2 ქ.)
“ატლანტა”: სეფალოშა (19 ქ.), მილსაპი (16 ქ.), მაკი (12 ქ.), კორვერი (11 ქ.), ქეროლი (10 ქ.), ტიგი (9 ქ.), მუსკალა (6 ქ.), ბაზერმორი (5 ქ.), მილსაპი (4 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=x6waJmjf97g
“მაიამი ჰიტი” – “სან ანტონიო” 81:95 (20:19, 22:28, 18:24, 21:24)
“მაიამი”: დრაგიჩი (19 ქ.), უეიდი (15 ქ.), ჩელმერსი (10 ქ.), ვაითსაიდი (10 ქ.), ჯონსონი (8 ქ.), ენისი (7 ქ.), ბეილესი (6 ქ), ანდერსენი (4 ქ.), უოლკერი (2 ქ.)
“სან ანტონიო”:ლეონარდი (22 ქ. 9 მ.), პარკერი (16 ქ.), დანკანი (12 ქ. 11 მ.), დიაო (11 ქ.), სპლიტერი (7 ქ.), ჯოზეფი (7 ქ.), ბელინელი (6 ქ.), ბონერი (6 ქ.), გრინი (3 ქ.), უილიამსი (3 ქ.), ჯინობილი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=tWeQYcqUHpQ
“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “გოლდენ სტეიტი” 106:110 (30:18, 23:28, 25:26, 18:28)
“კლიპერსი”:გრიფინი (40 ქ. 12 მ.), პოლი (27 ქ. 9 პ.), რედიკი (14 ქ.), ბარნსი (8 ქ.), რივერსი (7 ქ.), თურქოღლუ (5 ქ.), ჯორდანი (5 ქ. 15 მ.)
“გოლდენ სტეიტი”:კარი (27 ქ.), ტომპსონი (25 ქ. 8 მ.), ლი (17 ქ.), სფეიტსი (13 ქ.), ბარბოსა (7 ქ.), ბოგუტი (6 ქ.), იგუადალა (6 ქ.), ეზელი (6 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.), ბარნსი (1 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=B4zjkissFZs