ფეხბურთი

15:28 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯავაშვილი პოლონეთის პირველ ლიგაში ითამაშებს

ოთარ ჯავაშვილი კარიერას პოლონეთის პირველი ლიგის გდინიას “არკაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ხსენებული პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ჯავაშვილმა “არკაში” რამდენიმე დღე ივარჯიშა და პოლონელებმა ის დაიტოვეს. 22 წლის ჯავაშვილი, რომელსაც თამაში მარცხენა მცველად და ნახევარმცველადაც შეუძლია, ამჯერად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სათანადო დოკუმენტაციას ელოდება, რომ “არკამ” განაცხადში შეიყვანოს.

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ჯავაშვილმა “ზუგდიდში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა.

“არკას” 34 ქულით პოლონეთის პირველი ლიგის 18 გუნდში მე-7 ადგილი უკავია.

0.124728