იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა – ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ.
პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ ესპანელი არიადნა მარტი რიემბაუს 6:3, 7:6 (7:4) სძლია და მერვედფინალში უნგრელ ლილა ბარზოს გაეჯიბრება.
ბრძოლას აგრძელებს მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძეც, რომელმაც კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ფრანგი ვინსიან რემი 6:3, 6:0 დაამარცხა. მე-2 წრეში ქართველი ჩოგბურთელი ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ მარი-ალექსანდრე ლედუკს (კანადა) ეთამაშება.