ფეხბურთი

13:21 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გუს ჰიდინკი: “ესპანეთის დამარცხება ჰოლანდიას თავდაჯერებას შემატებს”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ნაკრების დამარცხების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ “ნარინჯისფერებმა” შეხვედრაში ბევრი შეცდომა დაუშვეს.

“იმ შეცდომების წყალობით უნდა ვისწავლოთ, რომელიც ესპანეთთან მატჩში დავუშვით. ევროშესარჩევში სამი ქულის ვერმოპოვება ჩვენი ბრალია, ესპანეთის დამარცხება კი ჩემ გუნდს თავდაჯერებას შემატებს.” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

“ნარინჯისფერები” ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში ასპარეზობენ. ჰოლანდიელებს 5 მატჩი შემდეგ 7 ქულა აქვთ, მესამე ადგილზე არიან და ლიდერებს ჩეხეთს (13) და ისლანდიას (12) ჩამორჩებიან. ბოლო მატჩში ჰიდინკის შეგირდებმა თურქეთი ვერ დაამარცხეს (1:1). მომდევნო შეხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიას 12 ივნისს ლატვიის წინააღმდეგ ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114643