ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმლი ნეიმარი 2014 წლის Samba Gold-ის მფლობელი გახდა, რომელიც ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს გადაეცემა ხოლმე.
აღნიშნულ დაჯილდოებას ყოველწლიურად ფრანგული ორგანიზაცია Sambafoot ახორციელებს. 23 წლის ფეხბურთელი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი პირველად გახდა. გასული სამი წლის განმავლობაში საუკეთესოდ ზედიზედ ტიაგო სილვა დაასახელეს. 2010 წელს მაიკონმა იმარჯვა, 2009-ში ლუიშ ფაბიანომ, ხოლო აღნიშნული ტიტულის პირველი მფლობელი - რიკარდო კაკა.
ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა საფრანგეთის წინააღმდეგ მოგებულ (3:1) შეხვედრაში 57-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ეს გოლი მისთვის “სელესაოს” რიგებში რიგით 43-ე აღმოჩნდა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელეა 77 გატანილი გოლით, მას კვალში მოსდევს რონალდო (62) და რომარიო (55).
ნეიმარს ნაკრებში დებიუტი 2010 წლი 10 აგვისტოს ჰქონდა და დღემდე 43 გოლი გაიტანა. პელემ 77 გოლის გატანა 14 წლის განმავლობაში მოახერხა. ევროპული მედია კი აღნიშნავს, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავის პოტენციალიდან გამომდინარე, მას ფეხბურთის მეფის რეკორდის დამხობა შეუძლია.