ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ქალაქ რაანანაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) პირველი გამარჯვება იზეიმა.
რეიტინგში 180-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი მსოფლიოს 137-ე ჩოგან ჯონ მილმანს დაუპირისპირდა და 25 წლის ავსტრალიელი 6:3, 6:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნიკამ მოწოდება ერთადერთხელ წააგო, თავად კი 10 ბრეიკ-პოინტიდან 5 გამოიყენა.
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ELECTRA ISRAEL OPEN 2015-ის პირველი რაუნდის დაძლევით 9 სარეიტინგო ქულა მიიღო, მერვედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ბლაზ კავჩიჩსა (სლოვენია) და იგორ სისლინგს (ჰოლანდია) შორის უმჯობესს ეთამაშება.