მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ახალწვეული ლუკას სილვა მიიჩნევს, რომ მომდევნო სეზონში სხვა გუნდში განათხოვრება კარგი ვარიანტი იქნება.
22 წლის შუახაზელი “რეალში” 22 იანვარს გადავიდა. მან მონაწილეობა ლა ლიგის ბოლო 6 თამაშში მიიღო, აქედან 3-ჯერ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ამის მიუხედავად, მაინც ვრცელდება ხმები, რომ “რეალი” მის განათოხვრებას გეგმავს და ფეხბურთელის ერთი წლით არენდით აყვანა “პორტუს” სურს.
“მე არაფერი მსმენია. “რეალთან” კონტრაქტი მაკავშირებს და მის შესრულებას ვაპირებ.
შანსი უკვე მომცეს და მიმაჩნია, რომ გუნდში ფეხის მოკიდება შემიძლია. თუმცა, არენდა ნამდვილად კარგი ვარიანტი იქნება.” – განაცხადა სილვამ Globo Esporte-სთან საუბრისას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯერ შეხედე და თუ რამეა წასვლას რაუდგას წინ
თU ფეხის მოკიდება შეგიძლია და ამაშI დარწმუნებული ხარ, რაღაშია მაშინ არენდა კაი ვარიანტი
რას მირბოდი მერე
შხუილარამენდი და ცხენდოც კარგად ათბობდა სკამს,კაზემირო და ძმანი მისნი იჯარაზე არიან და წასულიყავი იქ სადაც გათამაშებდნენ 2 წელი მინიმუმ შენი ადგილი არ იქნება
აბა რეალში თამაშის იმედია ქონდა შენ?