ფეხბურთი

22:21 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

უილშირი “არსენალს” გოლით დაუბრუნდა

სანაკრებო ბატალიებით გამოწვეული პაუზისას ლონდონის “არსენალმა” ამხანაგურ მატჩში 4:0 დაამარცხა “ბრენტფორდი.” აღნიშნულ შეხვედრაში არსენ ვენგერის გუნდს ტრავმამოშუშებული რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდა. ესენი არიან: მიკელ არტეტა, ჯეკ უილშირი, მეტიუ დებუში და აბუ დიაბი. ამ უკანასკნელის თამაში ყველაზე მოულოდნელი იყო, რადგან ფრანგ ნახევარმცველს ტრავმის გამო გასული სეზონი გაუცდა, მიმდინარე სეზონში კი ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

გოლით დაუბრუნდა მეთოფეებს ჯეკ უილშირი, რომელმაც მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში, მე-19 წუთზე დანიელ ქროულიმ ორამდე გაზარდა სხვაობა, რასაც ალექს იობის დუბლი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში მონაწილეობა მიიღო კრისტიან ბიელიკმა, რომელიც ლონდონელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვარშავის “ლეგიადან” შეიძინეს.

0.147801