ფეხბურთი

21:36 | 31.03.2015 | ნანახია 979 - ჯერ

ზესტაფონში სახელმწიფოს თანადგომას მოითხოვენ

როგორც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის გულშემატკივრები, ასაკობრივი გუნდის აღსაზრდელები და მათი მშობლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ.

როგორც იმერული კლუბის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი თბილისში იმყოფებიან, რათა კლუბს ფინანასური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ. აღნიშნული პირები მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელ პირებთან აწარმოებენ.

დავით აბაშიძის სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის შენობასთან დასრულდა.

https://www.youtube.com/watch?t=303&v=qMIvGQHjMy8

თეგებიზესტაფონი

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:46 | 31.03.2015
M.U2015 (19400)

გამეცინა)))) მთავრობას მთელი საქართველო Y კიდია და ესენი რახაც ითხოვენ აქ))) LOL

09:50 | 01.04.2015
BEERTRANCE (97819)

აბა რა უნდა ქნან სხვა, ლამის 1ად1 გასსაართობი ეგაა რეგიონებში

0.132874