ფეხბურთი

19:16 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: “თუ მოედანზე ჩემი ადგილი არ მოიძებნა, ესეიგი ვიღაც ჩემზე უკეთესია”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი უკრაინასთან გასამართ მატჩში სათადარიგოთა შორის დარჩენაში ტრაგედიას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მას ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად შრომა მართებს.

“არ ვიტყოდი, რომ გუნდში ადგილი დავკარგე, რადგან ის დაჯავშნილი არც არასდროს მქონია.

მთავარია, რომ ნაკრების წევრი ვარ. თუ ვთამაშობ კარგია და თუ მოედანზე გასვლა არ მიწევს, ესეიგი ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც საჭიროა.

ფეხბურთელს თამაში ყოველთვის უნდა. როდესაც მწვრთნელი შემადგენლობას ასახელებს, ყოველთვის ველოდები, რომ ჩემს სახელს გავიგებ. თუ ასე არ ხდება, ვფიქრობ, რომ შეცვლაზე შევალ. თუ არც ეს მოხდა, შემდეგ ვარჯიშს ველოდები და ვცდილობ დავამტკიცო, რომ გუნდში თამაშს ვიმსახურებ.

თუ მოედანზე ჩემი ადგილი არ მოიძებნა, ესეიგი ვიღაც ჩემზე უკეთესია. გუნდის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დავაყენო.” – განაცხადა ფაბრეგასმა უკრაინასთან გამართული თამაშის შემდეგ.

0.116066