ფეხბურთი

17:46 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში ყველაზე პოპულარული დი მარიას მაისურებია

“მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელი შემტევის, ანხელ დი მარიას მაისურები, ინგლისში, ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება. ამ ინფორმაციას შკყ შპორტს-ი ავრცელებს.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების მაისურების გაყიდვიდან 9.59% “მანჩესტერის” არგენტინელ ვარსკვლავზე მოდის და ის უახლოეს მდევრებს დიდი სხვაობით უსწრებს.

მე-2 ადგილზე, 3.8%-ით, “არსენალის” ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესია. შემდეგ მოდიან დიეგო კოსტა (“ჩელსი”) – 2.27%, დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”) – 2.16%, ედენ აზარი (“ჩელსი”) – 2.1%, უეინ რუნი (“მანჩესტერი”) – 2.09%, რადამელ ფალკაო (“მანჩესტერი”) – 1.99%, სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”) – 1.76%, სერხიო აგუერო (“სიტი”) – 1.46% და რობინ ვან პერსი (“მანჩესტერი”) – 1.2%.

0.106508