ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან ნდობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ხსენებული ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
დოკუმენტის თანახმად, ევროპული კლუბები მათი ფეხბურთელების ევრო-2020-ში მონაწილეობის სანაცვლოდ კომპენსაციად მინიმუმ 200 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც 50 მილიონი ევროთი მეტია, ვიდრე ევრო-2016-ისთვის გათვალისწინებული კომპენსაცია.
გარდა ამისა, კლუბები რომელთა ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ, მატჩების ტელეტრანსლაციის უფლებებისა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის 8 პროცენტს მიიღებენ.