იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი დასანანი მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის “კანტუმ”. ქართველის კლუბი პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “პისტოიას” სტუმრობა და ოვერტაიმში – 87:88 წააგო.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
კანტუელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ნბა-ში გამობრძმედილმა მეტა უორლდ პისმა იგივე რონ არტესტმა. მან 23 წუთს ითამაშა და ძალიან აქტიური იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა თამაშიდან 14-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა, თუმცა, 8-ვე საჯარიმო ჩააგდო და საბოლოოდ, 16 ქულას 8 მოხსნა წაამატა.
მასზე უკეთესი შედეგი (21 ქულა) ჰქონდა კანტუელთა კიდევ ერთ ამერიკელ ლეგიონერ დარიუს ჯონსონ-ოდომს, მასპინძლებს კი სი ჯეი უილიამსმა ულიდერა 25 ქულით.
“კანტუს” 10 მოგების წილ 13 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილამდე დაქვეითდა. შერმადინის კლუბს მომდევნო მატჩი 4 აპრილს ელის, როდესაც მე-13 პოზიციაზე მყოფ “დ’ორლანდოს” უმასპინძლებს.