მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ “მარკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ უელსის ეროვნული ნაკრების შემტევ გარეთ ბეილს და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს არასდროს გაყიდის.
“რა რაოდენობის თანხაც არ უნდა შემომთავაზონ, გარეთ ბეილს ვერ შეველევი. უელსელი უნიკალური ფეხბურთელია და გუნდისთვის ძალიან სასარგებლო. იგივეს თქმა შემიძლია კრიშტიანუ რონალდუზეც, მის გარეშე “რეალის” მომავალი ვერ წარმოუდგენელია”, - განაცხადა პერესმა.
2013 წელს “სამეფო გუნდმა” ბეილის ტრანსფერი 100 მილიონ ევროდ განახორციელა, უელსელი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ავტორი გახდა და მეორე ადგილზე ასევე “რეალის” ფეხბურთელმა რონალდუმ გადაინაცვლა. პორტუგალიელის სანაცვლოდ “ბლანკოსმა” 2009 წელს “მანჩესტერ იუნაიტედს” 94 მილიონი ევრო გადაუხადა. ევროპულ მედიაში ცნობები ამ 2 ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შესახებ პერიოდულად ვრცელდება ხოლმე, თუმცა თუ პერესს დავუჯერებთ, მათ მომავალს “რეალში” საფრთხე არ ემუქრება.