პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და სტამბოლის “გალათასარაის” შემტევი ბრუმა დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში თურქულ გრანდში აღარ ითამაშებს. ფეხბურთელის აგენტმა კატიო ბალდემ პორტუგალიური მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრუმათი რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
“ვალენსიამ” ბრუმას სანაცვლოდ “გალათასარაის” 7 მილიონი ევრო შესთავაზა, სან სებასტიანის “სოსიედადს მისი იჯარა გამოსყიდვის უპირატესობით სურს. აგრეთვე დიდ ინტერესს იჩენენ გერმანული კლუბები “შალკე”, “ვოლფსბურგი” და “დორტმუნდი”, - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
ბრუმა “გალათასარაიმ” ლისაბონის “სპორტინგიდან” 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 2014 წლის დასაწყისში პორტუგალიელი “გაზიანთეპსფორში” იყო განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.