ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა პედრო როდრიგესმა შესაძლოა კარიერა მომდევნო სეზონიდან სხვა გუნდში გააგრძელოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ვარკვლავური შეტევის ხაზის ფონზე პედრო თამაშში უმეტესად სათადარიგოთა სკამიდან ერთვება და ხელმძღვანელობა მზადაა ესპანელი მსურველ კლუბს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიჰყიდოს.
მიმდინარე სეზონში პედრო როდრიგესი მოედანზე საშუალოდ 44 წუთს ატარებს და 37 ჩატარებულ მატჩში ესპანელმა 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს ბარსელონელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. პედროსადმი დიდ ინტერესს ინგლისური კლუბები ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული” იჩენენ.