ჭადრაკი

1:12 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია დაწინაურდა

ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო ქართული გრან-პრის პირველი ეტაპის გათამაშებამ სწრაფ ჭადრაკში.

ასპარეზობას 5-დან 5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ვაჟთა შორის ლევან ფანცულაია.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება საერთაშორისო დიდოსტატი მიხეილ კეკელიძე და მომდევნო ტურში განსაკუთრებით ინტერესს მათი შეხვედრა იწვევს.

4-4 ქულით III-VI ადგილებს ინაწილებენ: გიგა ყუფარაძე, ირაკლი ბერაძე, ბაჩანა მორჩიაშვილი და ნოდარ ლორთქიფანიძე.

0.149852