დასასრულს მიუახლოვდა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ საჭადრაკო კლუბ “ნტნ”-ში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონ ტიგრან პეტროსიანის მემორიალი.
დასკვნითი ტურის წინ 10-წლამდე ასაკის ბიჭებს შორის პირველობა გაინაღდა საბა ლომსაძემ. გამარჯვებულმა 6-დან 6 პარტია მოიგო და მიუწვდომელია მეტოქეებისათვის. 4.5 ქულით მეორე ადგილზე გიორგი ხათაშვილი იმყოფება.
ამავე ასაკის გოგონათა ტურნირს 5.5 ქულით დიანა ლომაია ლიდერობს. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ლილე გუმბერიძეს. 4 ქულით მესამე ადგილზე სალომე ბეიტრიშვილი იმყოფება.
ასევე დანაკარგის გარეშე ლიდერობს გიორგი სანიკიძე 8-წლიან ბიჭების ტურნირს. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება სანდრო ყორღანაშვილი.
6-დან 5.5 ქულით ერთი ტურით ადრე დაიმტკიცა გამარჯვება თამარ ზღუდაძემ 8-წლიან გოგონათა შორის.