ფეხბურთი

22:05 | 30.03.2015 | ნანახია 1353 - ჯერ

ძამპარინი: “დიბალა “პალერმოს” დატოვებს”

სიცილიური “პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ლიდერი პაულო დიბალა სხვა კლუბს უახლოეს ზაფხულში მიაშურებს.

“ნათელია, რომ პაულო “პალერმოს” დატოვებს. ამჟამად ახალი თავდამსხმელის ძებნით ვართ დაკავებულნი.

არ ვიცი, დიბალა იტალიაში დარჩება, თუ კარიერას საზღვარგარეთ განაგრძობს. შანსები 50-50-ზე არის.

აღდგომის შემდეგ ფეხბურთელის აგენტს შევხვდები, რომელიც ბრწყინვალედ მუშაობს იმისათვის, რომ დიბალას კარგი მომავალი ჰქონდეს.

“იუვენტუსის” სპორტულ დირექტორთან, ჯუზეპე მაროტასთან კავშირს ვინარჩუნებ. ვიცი, რომ ტურინელები დიბალას შეძენით დაინტერესებულნი არიან, მაგრამ პაულოს მსურველი კიდევ არაერთი კლუბია.” – განაცხადა ძამპარინიმ.

პაულო დიბალა “პალერმოში” 2012 წლიდან თამაშობს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მან 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:04 | 01.04.2015
stoikovich (5984)

კაი რა ძმურად რა სირად უნდა ბარსას

12:57 | 31.03.2015
Tifoz Di MALDINI (18767)

დახატავს იუვენტუსს.

09:22 | 31.03.2015
adp10 (10711)

დავაი ჯუვეეეეეეეეეე, დაითრიეთ ეს გომბეშO

08:43 | 31.03.2015
nika-man (1456)

ეს მინდა მანჩესტერში ძაან

23:54 | 30.03.2015
ARMANDO დღეს მეც MUU ვარ (2726)

ბარსამ იყიდოს და განათხოვროს;დდდ

22:58 | 30.03.2015
ბარსა La Albiceleste (5560)

ყველაფერი იქითკენ მიდის რომ ტურინში გადაბარგდება
არადა როგორ მინდა ბარსაში ვნახო

22:58 | 30.03.2015
lasha147 (6103)

პედროს ავახვევინოთ და ეს ვიყიდოთ

0.107835