ფეხბურთი

20:10 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი “მამლების” გაწვრთნაზე ოცნებობს

მადრიდის “რეალის” კასტილიის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა ფრანგმა, ზინედინ ზიდანმა ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლიუსთან” საუბარში თავისი სამომავლო გეგმები გაამხილა და განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების თავკაცობა მისი მთავარი მიზანია.

“რა თქმა უნდა “რეალის” გაწვრთნა საინტერესო იქნება, მაგამ მადრიდელებს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. მე მწვრთნელობა ორი წელია რაც დავიწყე და ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

ვაღიარებ, რომ კიდევ ერთი ჩემი მიზანი საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაა. ამისათვის დრო საკმარისად მაქვს”, - განაცხადა ზიდანმა.

ახლო წარსულში გენიალური ფეხბურთელი ამჟამად “რეალის” სათადარიგო გუნდს ავარჯიშებს, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112437