თურქული “ფენერბახჩე” ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელით რობინ ვან პერსით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.
ჰოლანდიელ ფეხბურთელს მომდევნო სეზონის ბოლოს “იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე არაფერი ისმის. რობინი ნელ-ნელა ასაკში შედის და შესაძლოა, ზაფხულში “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგება მოუწიოს. თურქები მზად არიან, რომ ვან პერსის ძალიან მაღალი ხელფასი დაუნიშნონ.
31 წლის ფორვარდმა მიმდინარე პრემიერლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.