ფეხბურთი

18:43 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი “დორტმუნდთან” ვერ ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი ბოლომე ვერ გამოჯანმრთელდა და ის ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, “დორტმუნდთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.

რიბერიმ ტრავმა 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში მიიღო, როდესაც მისმა გუნდმა “შახტარი” 7:0 გაანადგურა. მას შემდეგ, ფრანგმა შემტევმა “რეკორდმაისტერის” 2 თამაში გამოტოვა.

რიბერიმ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში ტრავმის მიღებიდან დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყო, მაგრამ ტრავმა გაიმიზეზა. ფრანგმა ფეხბურთელმა Bild-თან საუბარში აღიარა, რომ ვარჯიშის განახლების დაჩქარება შეცდომა იყო და ახლა მას რამდენიმე დღით დასვენება ჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 31 წლის ფეხბურთელი 4 აპრილს, დორტმუნდში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.123505