კოტ დივუარის ეროვნული ნაკრები კვირას, ამხანაგურ მატჩში, ეკვატორულ გვინეას (1:1) დაუპირისპირდა. შეხვედრის 39-ე წუთზე კოტ დივუარის ნაკრებისა და იტალიური “რომას” შემტევმა ჟერვინიომ ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც მან თამაში ვეღარ გააგრძელა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია ჟერვინიოს ტრავმა. ფეხბურთელი იტალიაში გაემგზავრება, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება რამდენ ხანს მოუწევს კოტ დივუარელს მკურნალობა.