ფეხბურთი

14:36 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გლები შესაძლოა ვენის “ავსტრიაში” ჩაირიცხოს

ბელარუსის ეროვნული ნაკრების და თურქული “გენჩლერის” შემტევმა ალექსანდრ გლებმა შესაძლოა კარიერა ავსტრიაში გააგრძელოს. ვენის “ავსტრიის” სპორტული დირექტორი ფრანც ვოლფარტი თურქეთში გაემგზავრება და 33 წლის ვეტერანის თამაშს დააკვირდება.

გლებმა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ლონდონის "არსენალისა" და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა მაკედონიის წინააღმდეგ სტუმრად მოგებულ (2:1) ევროშესარჩევის მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.

“ბლაუგრანას” რიგებში ასპარეზობის შემდეგ გლები “სამარას”, “ბატეს” და “ქონიასფორის” ღირსებას იცავდა. “გენჩლერს” ფეხბურთელი 2015 წლის 2 თებერვალს შეუერთდა და კონტრაქტი თურქულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.13112