გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ბასტიან შვაინშტაიგერმა საქართველოსთან “დინამო არენაზე” მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბუნდესნაკრებს პროგრესი სჭირდება.
“გოლის გაუშვებლად ვითამაშეთ და ეს იყო ჩვენი მიზანი. რთულია იპოვო სივრცეები იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ყრუ დაცვა აქვს. შესაძლოა შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ მოგებით კმაყოფილნი ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა განვვითარდეთ და ფოკუსირება მოვახდინოთ გიბრალტარსა და შოტლანდიასთან გასამართ მატჩებზე.” – განაცხადა ბასტიანმა.
შვაინშტაიგერისთვის აღნიშნულ შეხვედრა გერმანიის ნაკრების მაისურით 109-ე აღმოჩნდა. ბასტიანმა იურგენ კლინსმანის შედეგი გააუმჯობესა და ბუნდესნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-5 ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილზე კი ლოთარ მათეუსი გახლავთ 150 მატჩით.