თორნიკე წერეთლის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატის პირველი ლიგა. გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა. 7-7 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს გიგა გოდერძიშვილმა და დავით ჩახალიანმა.
12-წლამდე გოგონებში პირველობა არავის დაუთმო ნელი პავლიაშვილმა 9-დან 7.5 ქულით. ერთი ქულით ნაკლები დააგროვეს ნინო დარჩიაშვილმა და იანა ეგიბარიანმა.
8-წლიან ბიჭებსაც ერთპიროვნული გამარჯვებული ჰყავთ ზურა გამრეკელაშვილის სახით. მის ანგარიშზე 9-დან 8 ქულაა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა დავით ლოლაძემ. 7 ქულით მესამე ადგილზე დავით გოცირიძეა.
ამავე ასაკის გოგონებში თამარ ზღუდაძემ იპირველა 8 ქულით. 6.5 ქულით მეორეზე ანა მეგრელაძე გავიდა, ხოლო 6 ქულით მესამეზე ნინო ესაიაშვილი განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად I-X ადგილზე გასულმა მონაწილეებმა ფოთში 6-15 ივნისამდე დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს.
www.gcf.org.ge