ფეხბურთი

13:10 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადამ ნავალკა: “შედეგი სამართლიანია”

პოლონეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ადამ ნავალკამ, ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან ქულის აღების (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ შედეგი სამართლიანი იყო.

“ძალიან რთულ მეტოქესთან ქულა ავიღეთ და კმაყოფილი ვარ. თუმცა, გოლი დამატებით დროში გავუშვით და ეს არასასიამოვნოა. საერთი ჯამში, შედეგი სამართლიანია.

პირველ ტაიმში არცთუ ცუდად ვთამაშობდით და შესაძლოა, ცოტა ხარისხი არ გვეყო, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვართ. სამი ქულის აღებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა, ერთიც კარგია.

გასაკვირი არაა, რომ ირლანდიამ დამატებით დროში გაგვიტანა. ამ გუნდის მიერ ჩატარებულმა სხვა მატჩებმა აჩვენა, რომ ირლანდიელებმა ბრძოლა და თამაშის მიწურულს შედეგის მიღება იციან” – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ნავალკას.

0.115691